კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 4-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულების - 6-ით

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულების - 6-ით. ინფორმაცია stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19 800 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 640 გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 13 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსის 147 აქტიური შემთხვევაა. 

კარანტინის რეჟიმში 2 424 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 304. 

კომენტარები