შსს

თბილისში, ბაგებში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

მიხა კლოტვიკი / Shutterstock

3 ივნისს საღამოს თბილისში, ბაგებში სროლა მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

ინტერპრესნიუსი სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ექიმზე, ნიკოლოზ ფერაძეზე, დაყრდნობით წერს, რომ ბაგებში მომხდარი სროლის შედეგად დაშავებულთაგან ერთს წვივის არეში, მეორეს კი - ბარძაყის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული. 

მათივე ცნობით, დაშავებულები 40-45 წლის ასაკის კაცები არიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები