კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულების - 4-ით

Shannon Stapleton/Reuters

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულების - 4-ით. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. 

ქვეყანაში COVID-19 ჯამში 801 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 644 გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 13 პაციენტი. საქართველოში ინფიცირების 144 აქტიური შემთხვევაა.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 304 ადამიანია, კარანტინის რეჟიმში კი 2 424.

კომენტარები