კორონავირუსი საქართველოში

გახარია: შეგვიძლია, გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს რაიონის გახსნის მიმართულებით

საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, თეთრიწყაროს რაიონი მალე გაიხსნება. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე თქვა და თეთრიწყაროელებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

"მოგეხსენებათ, რომ თეთრიწყაროს რაიონში დაწესებულია საკმაოდ მძიმე შეზღუდვები. ინფიცირების ბოლო შემთხვევა ჩვენ გვქონდა 22 მაისს, 22 მაისიდან დღემდე ერთი ინკუბაციის პერიოდი უკვე გავლილია და მიუხედავად იმისა, რომ თეთრიწყაროს რაიონში ინტენსიურად ტარდებოდა ტესტირება ბოლო 14 დღის განმავლობაში, რაც ნიშნავს ერთ ინკუბაციის პერიოდს, არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამ პერიოდში, აქ ჩატარდა 449-ზე მეტი ტესტირება და ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გვაქვს, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე შეგვიძლია გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს რაიონის გახსნის მიმართულებით.

ამავე დროს, უნდა მოვუწოდოთ თეთრიწყაროელებს, რომ დავიცვათ მაქსიმალური სიფრთხილე და, რა თქმა უნდა, ერთმანეთი, ვიყოთ ძალიან ფხიზლად, ფრთხილად, რათა არ მოგვიწიოს კიდევ მსგავსი მძიმე შეზღუდვების მიღება,“ - თქვა გიორგი გახარიამ.

კორონავირუსის გავრცელების გამო თეთრიწყარო 26 აპრილს ჩაიკეტა.

კომენტარები