საკრედიტო-საგარანტიო სქემა

მთავრობა ადგილობრივი კომპანიებისთვის სესხების გარანტიას უზრუნველყოფს

საქართველოს მთავრობა

დღეს, 4 ივნისს, მთავრობა დაამტკიცებს საკრედიტო-საგარენტიო სქემას, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივ კომპანიებს დაეხმარება.

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

პრემიერის თანახმად, იმ კომპანიებს, რომლებიც ახალ პროექტებს იწყებენ, სახელმწიფო სესხის 90%-ში ჩაუდგება გარანტად, ხოლო იმათთვის, ვისაც არსებული პროექტებისთვის აქვთ სესხი აღებული, სახელმწიფო სესხის 30%-იან გარანტიას უზრუნველყოფს.

"ეს არის ამ კომპანიების მდგრადობის და მათთვის ლიკვიდობის დატოვების ყველაზე ეფექტური და სწრაფი შესაძლებლობა", - ამბობს პრემიერმინისტრი საკრედიტო-საგარანტიო სქემაზე.

გარდა ამისა, მთავრობა შეიტანს ცვლილებებს პროგრამაში "აწარმოე საქართველოში". პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზრდება, ხოლო მინიმალური საგრანტო თანხა 20 ათასიდან 30 ათასამდე.

კომენტარები