სომხეთი

ფაშინიანი: გვყავს ინფიცირებულები, მათი ჰოსპიტალიზება ვერ ხერხდება - კლინიკებში ადგილები არაა

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ქვეყანას დღესდღეობით კოვიდ ინფიცირებული პირები ჰყავს, რომელთა ჰოსპიტალიზებაც ვერ ხერხდება, რადგან საავადმყოფოები ადგილების უქონლობის გამო ახალ პაციენტებს ვეღარ იღებენ.

"პაციენტების 75% ასიმპტომურია. ამ მომენტისთვის გვყავს პაციენტები, რომელთაც სჭირდებათ კლინიკაში გადაყვანა, მაგრამ დროულად ვერ გადაგვყავს. 20 000-30 000-ზე მეტი პაციენტია ასიმპტომური, რომლებმაც არც კი იციან, რომ ინფიცირებულები არაინ, მათ შორის მეც ვიყავი", - ამბობს ფაშინიანი.

1 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფრომაცია მან თავად, საკუთარ Facebook გვერდზე გაავრცელა. ინფიცირებულები არიან ფაშინიანის მისი ოჯახის წევრებიც.

ფაშინიანის ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ეს ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც აქამდე სომხეთში აღრიცხულა. გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 6 პაციენტი. აქამდე ყველაზე მაღალი ინფიცირებისა და გარდაცვლაების მაჩვენებელი 2 ივნისს დაფიქსირდა - 24 საათში, ვირუსულ ინფექციას 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 517 პირი დაავადდა.

სომხეთში, ამ დროის მონაცემებით, ახალი კორონავიუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 11 000-ზე მეტია, აქედან გარდაიცვალა 176 პაციენტი.

კომენტარები