დავით გარეჯი

აზერბაიჯანი: მოქალაქეთა ჯგუფი დავით გარეჯის ტერიტორიაზე პროვოკაციას გეგმავს

www.facebook.com/საქართველოს-საპატრიარქო-ოფიციალური-გვერდი

აზერბაიჯანის განცხადებით, სასაზღვრო პოლიციამ მიიღო ინფორმაცია, რომ საქათველოს მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი დავით გარეჯის ტერიტორიაზე, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან პროვოკაციულ ქმედებებს გეგმავს.

აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ამის შესახებ ოფიციალურად შეატყობინა

აზერბაიჯანის სასაზღვრო პოლიცია ოფიციალურად აცხადებს, რომ ტერიტორიაზე ნებისმიერ პროვოკაციულ ქმედებაზე რეაგირება შესაბამისი იქნება, საზღვარი - სათანადოდ დაცული, პროვოკაციის ორგანიზატორები კი შესაძლო შედეგებზე პასუხს აგებენ.

აზერბაიჯანული მხარის ამ განცხადების შემდეგ დავით გარეჯში პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირი და სხვა სასულიერო პირები ჩავიდნენ.

"ეს ადგილი დავით გარეჯელის თანამედროვეა, თქვენ იცით, რომ ვერ ვწირავთ, ვერ ვლოცულობთ აქ. ჩვენ დღეს ვევედრეთ ღირს მამა დავითს, რომ ეს ვითარება შეიცვალოს. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება და სიმართლეც დადგინდება", - თქვა მოსაყდრემ.

დავით გარეჯთან ვითარება არაერთხელ დაიძაბა. ბოლოს - ერთი წლის წინ, 2019 წლის გაზაფხულზე - გასული წლის 25 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი ბილიკი გადაკეტეს. სასულიერო პირები და სტუმრები მონასტრამდე მისვლას ვერ ახერხებდნენ. აზერბაიჯანელი მესაზღვრეებმა უდაბნოს მისასვლელი ბილიკების მოწყობაც დაიწყეს. 26 აპრილს უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გაიხსნა. არსებობდა მოლოდინი, რომ ის კვლავ ჩაიკეტებოდა. ეს არ მომხდარა, თუმცა, აზერბაიჯანის საზღვართან განვითარებული მოვლენები ვნებათაღელვის საგანი გახდა.

მიზანი, რომ საქართველომ დაასრულოს აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი, ხელისუფლების განცხადებული სტრატეგიაა. საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ოფიციალურად სახელმწიფო საზღვრის ნაწილია განსაზღვრული - სულ 446 კილომეტრიანი ზოლის 294 კილომეტრი.

საკითხზე ორმხრივი კომისია წლებია მუშაობს.

დავით გარეჯის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ სტატია ტაბულას არქივიდან.

კომენტარები