ჯარიმები

საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის 8 716 ფიზიკური და 21 იურიდიული პირი დაჯარიმდა

შსს

ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის შსს-მ 8 737 ფაქტი გამოავლინა, რისთვისაც 8 716 ფიზიკური და 21 იურიდიული პირი დაჯარიმდა.

მათ შორის:

  • თვითიზოლაციის ან საკარანტინო სივრცის დატოვების ფაქტი – საკარანტინო სივრცეში გადაყვანილ იქნა 382, ხოლო დაჯარიმდა 144 პირი;
  • მგზავრთა გადაყვანის ან მგზავრობის წესის დარღვევა -დაჯარიმდა 1 406 ფიზიკური პირი;
  • მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილება – დაჯარიმდა 430 ფიზიკური პირი;
  • სამ პირზე მეტის შეკრების ან ობიექტზე 2 მეტრის დისტანციის დაუცველობა და პირბადის გამოუყენებლობა – დაჯარიმდა 1 850 ფიზიკური პირი;
  • კომენდანტის საათის დარღვევა – დაჯარიმდა 4 820 ფიზიკური პირი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გადაადგილება – დაჯარიმდა 27 ფიზიკური პირი;
  • იურიდიული პირის მიერ საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობის ფაქტი – დაჯარიმდა 21 იურიდიული პირი;
  • ინდ. მეწარმის მიერ საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობის ფაქტი – დაჯარიმდა 39 ფიზიკური პირი (ინდ.მეწარმე)

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან 23 მაისამდე მოქმედებდა. წესების დარღვევა კი ფიზიკური პირის შემთხვევაში 3 000 ლარიან, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 15 000 ლარიან ჯარიმას ითვალიწინებდა.

შესაბამისად, იურიდიული პირებისთვის დაკისრებული ჯარიმა 315 000, ხოლო ფიზიკური პირებისთვის გამოწერილი ჯარიმების ოდენობა 26 148 000 მილიონ ლარს შეადგენს. ჯამში COVID 19-ის გამო დაწესებული ჯარიმების ოდენობაა 26 463 000 მილიონი ლარი.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმების გაუქმება არ განიხილება.

კომენტარები