აშშ-საქართველო

აშშ-მა საქართველოს COVID 19-ით გამოწვეული ზიანის შემცირებისთვის კიდევ 1 მლნ დოლარი გამოუყო

Shutterstock

ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის შემცირებითვის USAID საქართველოს კიდევ 1 მილიონი დოლარით დაეხმარება.

ეს მხარდაჭერა, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) პარტნიორობით განხორციელდება, მოიცავს სამედიცინო დაწესებულებებისათვის ჰიგიენური და სამედიცინო აღჭურვილობის გადაცემას, სწრაფი რეაგირების ჯგუფების ხელშეწყობას, ინფექციის კონტროლს, ვირუსის გავრცელების პრევენციას და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომუნიკაციას გაძლიერებას.

აშშ-მ საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის სულ 2,7 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო.

კომენტარები