შსს

ბაგებში მომხდარი სროლის ფაქტზე, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა, შსს-მ ორი პირი დააკავა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 ივნისს ბაგებში სროლისა და ორი ადამიანის დაშავების ფაქტზე 1962 წელს დაბადებული მ.ხ. და 1980 წელს დაბადებული მ.გ. დააკავა. 

მ.ხ.-ს ჭავჭავაძის ქუჩა N83-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ედება ბრალი, ხოლო მ.გ.-ს - ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარებაში. 

შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.ხ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1988 წელს დაბადებულ ვ.კ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მ.გ.-მ დანისა და ცეცლხსასროლი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებები მიაყენა 1980 წელს დაბადებულ გ.წ.-ს და 1994 წელს დაბადებულ ი.პ.-ს. 

"სამართალდამცველებმა მ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღები - დანა და, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. მ.ხ.-ს მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. 

მ.გ.-ს მიმართ კი გამოზიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ა ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 
 

შემთხვევა 3 ივნისს, საღამოს მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ექიმის, ნიკოლოზ ფერაძის, ცნობით, ბაგებში მომხდარი სროლის შედეგად დაშავებულთაგან ერთს წვივის არეში, მეორეს კი - ბარძაყის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული. 

მათივე ცნობით, დაშავებულები 40-45 წლის ასაკის კაცები არიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები