ანიმაციური სტუდია Cоюзмультфильм საკულტო მულტსერიალის Ну, Погоди! ახალ ეპიზოდებზე მუშაობას იწყებს.
სტუდიის ანიმატორებმა ერთერთი მთავარი პერსონაჟის, მგელის, ესკიზი გამოაქვეყნეს.
პროექტის ხელმძღვანელების განცხადებით, ეს მგლის რიგით 50-ე ესკიზია.
მულტსერიალი 6-8 ასაკის ბავშვებზეა გათვლილი. თითოეული სერია შვიდწუთიანი იქნება. სულ 52 ახალი ეპიზოდის გამოშვებაა დაგეგმილი.
Ну, Погоди!-ის პირველი ეპიზოდი 1969 წელს გამოვიდა. დღემდე ანიმაციის 20 სერიაა გამოსული. მულტფილმს პრობლემები არაერთხელ შეექმნა, ცენზორების აზრით, მსმელი და მწეველი მგელი ახალგაზრდა მაყურებელს ცუდ მაგალითს აძლევდა.