სამების ტაძარი

სამების ტაძარს დავალიანების გამო გაზის მიწოდება შეუწყდა, გადასახდელია 256 652 ლარი

სამების ტაძარს გადაუხდელობის გამო გაზის მიწოდება შეუწყდა, გადასახდელია 256 652ლარი.

ტაძრის არქიმანდრიტმა, იოანე მჭედლიშვილმა, TV პირველს უთხრა, რომ დავალიანება 3 წლის განმავლობაში გროვდებოდა.

"კომპანიის მიმართ მადლობის გარდა არაფერი გვეთქმის, ძალიან ბევრჯერ გაგვითვალისწინეს და გაზი არ შეგვიწყვიტეს. რამდენჯერმე გაგვაფრთხილეს. რა ქნას იმ კომპანიამაც, ყოველთვის გვერდით გვედგა და რაღაც მომენტში ასე გადაწყვიტეს", - თქვა არქიმანდიტრმა. 

კომენტარები