საქართველოს პროკურატურა

POG: პირს, რომელმაც ძმის ცოლი მოკლა და ავეჯს ცეცხლი წაუკიდა, 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ადამიანს, რომელმაც ძმის ცოლი მოკლა და სახლს ცეცხლი წაუკიდა, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 

შემთხვევა 2019 წლის 5 სექტემბერს მოხდა. ი.ა-მ თბილისში, ზღვისუბნის დასახლებაში, გ.პ. განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მოკვლის მიზნით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. შემდეგ ი.ა-მ სახლში ავეჯს ცეცხლი წაუკიდა, რამაც, პროკურატურის ინფორმაციით, 8710,48 ლარის ზიანი მოიტანა. 

ი.ა. 8 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალი 11'-109-ე მუხლის "ვ ქვეპუნქტითა და 187-ე მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს

კომენტარები