სამების ტაძარი

თბილისი ენერჯი: სამებას დავალიანება - 256 652 ლარი 10 წელზე გადავუნაწილეთ, მაგრამ არ გადაიხადეს

0 კომენტარი

სამების ტაძარს ბუნებრივი აირის მიწოდება, დავალიანების გამო, 23 აპრილიდან შეწყვეტილი აქვს.

ბუნებრივი აირის გამანაწილებელმა კომპანიამ, თბილისი ენერჯიმ ტაბულას უთხრა, რომ კომპანიამ სამების ტაძარს ბოლო სამი წლის დავალიანება - 256 652 ლარი 10 წელიწადზე გადაუნაწილა, თუმცა, მათ არც ეს გადაიხადეს - ტაძარმა გადანაწილების ხელშეკრულება დაარღვია.

შესაბამისად, თბილისი ენერჯიმ 23 აპრილს სამებას გაზის მიწოდება შეუწყვიტა.

"სამების ტაძარს, დღეის მდგომარეობით, მოხმარებული ბუნებრივი გაზის დავალიანება აქვს 256 652 ლარი.ეს არის ბოლო სამი წლის დავალიანება.

ჩვენ არაერთხელ მივმართეთ მათ წერილობით, დავალიანება გადაეხადათ ან გაენაწილებინათ, მაგრამ მათი მხრიდან რეაგირება არც ერთხელ ყოფილა.

საბოლოო ჯამში, თებერვლის თვეში, ისევ ჩვენი ინიციატივით, შევთანხმდით გადანაწილებაზე და 227 329 ლარი 10 წელიწადზე გადაუნაწილდათ. ამის მიუხედავად, გადანაწილების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ არც მიმდინარე მოხმარებული გაზის გადასახადი და არც შეთანხმებისამებრ გადანაწილებული ყოველთვიური გადასახადი მათ არ გადაიხადეს.

ამით დაირღვა ხელშეკრულება განწილვადებაზე, რის გამოც მიმდინარე წლის 23 აპრილს სამების ტაძარს შეუწყდა ბუნებრივი გაზის მიწოდება. რაც შეეხება სხვა ტაძრებს - მათ დიდ უმრავლესობას თბილისი ენერჯიმ 10 წელიწადზე უკვე გადაუნაწილა არსებული დავალიანებები", - აცხადებს კომპანია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 500 000 ლარის ნარკოტიკები ამოიღო და ორი ადამიანი დააკავა

კომენტარები