DRUK

თომას ვინტერბერგის ახალი ფილმის DRUK თრეილერი გამოვიდა

0 კომენტარი
ფოტო: Kino

დანიელი რეჟისორის, თომას ვინტერბერგის, ახალი ფილმის პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება.

ქსელში ახალი სურათის პირველი თრეილერი გამოვიდა.

სიუჟეტის ცენტრში ოთხი მეგობარია, რომლებიც მეცნიერულ კვლევას გაეცნობიან. კვლევის მიხედვით ადამიანი დაბადებიდან ალკოჰოლის ნაკლებობას განიცდის. მეგობრები თანხმდებიან სისხლში ალკოჰოლის მაჩვენებელი 0.5%-დე გაზარდონ. 

მომავალ დრამაში მთავარ როლს დანიელი მსახიობი მადს მიკელსენი ასრულებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები