კორონავირუსი სომხეთში

გასულ დღე-ღამეში სომხეთში ახალი კორონავირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა, დაინფიცირდა - 596

0 კომენტარი

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, სომხეთში ახალი კორონავირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა, ჯამში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსულ ინფექციას 183 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გაიზარდა ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვიც, გასულ დღე-ღამეში 596 ახალი დადასტურებული შემთხვევა აღირიცხა, ჯამში COVID-19 სომხეთში 11 817 ადამიანს დაუდგინდა. ამ დროის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 8 052 აქტიური შემთხვევაა.

რამდენიმე დღის წინსომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, თქვა, რომ ქვეყანას დღესდღეობით ახალი ინფიცირებული პირები ჰყავს, რომელთა ჰოსპიტალიზებაც ვერ ხერხდება, რადგან საავადმყოფოები ადგილების უქონლობის გამო ახალ პაციენტებს ვეღარ იღებენ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში პეტიცია შეიქმნა, სადაც საქართველოს მოქალაქეები მეზობელი სომხეთისთვის პაციენტების საქართველოში მკურნალობის შეთავაზებას ითხოვენ. საქართველოს ხელისუფლებას, სომხეთისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარების მოთხოვნით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებიც მიმართავენ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, თქმით, თუ სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ თხოვნით მიმართავს საქართველოს, NCDC მზად არის, კომპეტენციის ფარგლებში დაეხმაროს სომხეთს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 500 000 ლარის ნარკოტიკები ამოიღო და ორი ადამიანი დააკავა

კომენტარები