სარა ჯესიკა პარკერი

სარა ჯესიკა პარკერს ყოფილი თანამშრომელი სასამართლოში უჩივის

0 კომენტარი
ფოტო: Page Six

მსახიობ სარა ჯესიკა პარკერს ფეხსაცმლის მაღაზიის ყოფილი მენეჯერი ჰიზერ ჰოლტი სასამართლოში უჩივის.

ჰოლტის განცხადებით, პარკერმა 2018 წლის 31 დეკემბრიდან 2020 წლის 1 მარტამდე გამომუშავებული ზეგანაკვეთური შრომა არ აუნაზღაურა.

მსახიობის ადვოკატის თქმით, ინციდენტის შესახებ ინფორმაცია პრესიდან გაიგო, ამიტომ კომენტარის გასაკეთებლად გარკვეული დრო დასჭირდება.

რამდენიმე წლის წინ პარკერმა ფეხსაცმლის ბრენდი SJP შექმნა. პირველი კოლექცია 2014 წელს გამოვიდა. მაღაზიები ნიუ-იორკში, კანადაში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში და ევროპის ქალაქებში მდებარეობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები