გიორგი ახვლედიანი

გიორგი ახვლედიანი TV პირველის სიუჟეტის გამო ბურჯანაძის პარტიას ტოვებს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

გიორგი ახვლედიანი TV პირველის სიუჟეტის გამო ნინი ბურჯანაძის პარტია "დემოკრატიულ მოძრაობას" ტოვებს.

საქმე TV პირველის რამდენიმე დღის წინანდელ სიუჟეტს ეხება - არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება თვეში 1 500 ლარს უხდის ადამიანებს, რომლებსაც გარე სპიკერებს უწოდებს და რომლებიც სხვადასხვა მოვლენას მმართველი პარტიის სასარგებლოდ აფასებენ. სიუჟეტში გიორგი ახვლედიანის შესახებაც იყო საუბარი.

ბურჯანაძის პარტიის უკვე ყოფილი წევრი უარყოფს, რომ ის ქართული ოცნების სასარგებლოდ მომუშავე ექსპერტია, დემოკრატიული მოძრაობიდან წასვლის მიზეზად კი წინასაარჩევნო პერიოდს ასახელებს. ახვლედიანის თქმით, მას არ სურს, პარტია ასეთ დროს თავის მართლების რეჟიმში ჩააყენოს.

"გადაწყვეტილება მე მივიღე და ამის შესახებ პარტიის ხელმძღვანელობა საქმის კურსში ჩავაყენე. იმ სიბინძურის მთავარი სამიზნე მე არ ვყოფილვარ, პარტია იყო, პარტია უნდა ჩადგეს თავის მართლების პოზიციაში. მიუხედავად იმისა, რომ არავის სჯერა და სისულელეა - მე რომ დამაბრალებ ქართული ოცნების სასარგებლო ექსპერტობას, სადმე ხომ უნდა მქონდეს მათი ინტერესები დაცული", - უთხრა ახვლედიანმა ტაბულას.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე პარტიულ აქტივობას არ გეგმავს - აგრძელებს ლექციების წაკითხვას, ასევე სურს პრაქტიკული ტელეჟურნალისტიკის სკოლა დააფუძნოს.

ახვლედიანმა ტაბულას ისიც უთხრა, რომ TV პირველს ამ სიუჟეტისთვის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლებს და, შესაძლოა, სასამართლოსაც მიმართოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები