თიენანმენის ჟლეტა

ტაივანში ათასობით მომიტინგემ ჩინეთის თიენანმენის ჟლეტაში დაღუპულები გაიხსენა [გალერეა]

0 კომენტარი
ფოტო: Epoch Times

ტაივანში ათასობით მომიტინგემ თაიფეის თავისუფლების მოედანზე 31 წლის წინ ჩინეთის თიენანმენის ჟლეტაში დაღუპულები გაიხსენა.

ისინი ითხოვენ, რომ ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღოს.

შეკრებილებმა ჰონგ-კონგსა და ჩინეთში დემოკრატიისადმი მხარდაჭერა გამოხატეს.

მონაწილეებმა სანთლები და მობილურის განათება აანთეს და დარბევის შედეგად მოკლულებს პატივი მიაგეს.

მომიტინგეები ტაივანის დამოუკიდებლობის მოთხოვნის სლოგანებსაც გაიძახდნენ. ჩინეთი ტაივანს მის ერთერთ პროვინციად თვლის, რომელსაც ერთ დღეს როგორც კომუნისტური ქვეყანა ამბობს, ნებით ან ძალით დაიბრუნებს.

"თავისუფლებისადმი სწრაფვაში მნიშვნელოვანი თარიღები და ღონისძიებები არ უნდა იყოს დავიწყებული. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თავისუფლება და დემოკრატია მსოფლიოს ყველა კუთხეში წარმატებული იქნება," - ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მსოფლიოს ქვეყნებს მიმართა.

ტაივანი ჩინეთს მოუწოდებს ბოდიში მოიხადოს 1989 წელს თიანანმენის მოედანზე დემოკრატიის მომხრე მომიტინგეების დარბევისათვის. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მოთხოვნას "აბსურდული" უწოდეს.

ტაივანის მსგავსად, ჰონგ-კონგში თიენანმენის ჟლეტის გასახსენებლად ათასობით ადამიანი შეიკრიბა. მაღალჩინოსნებმა აქცია ახალი კორონავირუსის გამო აკრძალეს, თუმცა ჰონგ-კონგელები მაინც შეიკრიბნენ.

არსებობს ეჭვი, რომ მიმდინარე წელს "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის", ქალაქის ავტონომიის ფაქტობრივი დასრულებით პეკინს ამ დღის გახსენების დასრულებაც სურს.

2020 წლის 4 ივნისს თიენანმენის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა. 1989 წელს პეკინში თიანმენის მოედანზე სტუდენტებმა ფართომასშტაბიანი პროდემოკრატიული მოძრაობა დაიწყეს, რაც მთელი ქვეყნის მნიშვნელოვან ქალაქებში გავრცელდა, რამდენიმე კვირის შემდეგ მთავრობამ მშვიდობიანი მოქალაქეები ძალის გამოყენებით დაარბია, რასაც ოფიციალური მონაცემებით ასეულობით, ხოლო არაოფიციალური მონაცემებით რამდენიმე ათასი ჩინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კონტინენტურ ჩინეთში თიენანმენის ჟლეტა ტაბუდადებული თემაა და ამ საკითხთან დაკავშირებულ ყველა ამბავს თუ სიმბოლოს ცენზურა ადევს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ომი 8 აგვისტოს დაიწყო" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები