კორონავირუსი საქართველოში

NCDC "საბურთალოს კლასტერზე": არის 27 დადასტურებული შემთხვევა, ჯგუფი ამჯერად მართულია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან კორონავირუსი 27 ადამიანს აქვს დადასტურებული. NCDC-ის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილი ამბობს, რომ ჯგუფი ამ დროისთვის მართულია.

"გამოვლენილი არის ყველა შესაძლო კონტაქტირებული, რომლის გამოვლენაც ადამიანურ ძალებს არ აღემატებოდა. ყველა მათგანზე გარკვეული ზედამხეველობა არის დაწესებული. გუშინ კიდევ 2 შემთხვევა იყო დადასტურებული - ეს იყვნენ კოტაქტები, რომელიც უკვე გამოვლენილი და იზოლირებული იყო და მათ დამატებითი კონტაქტი გადამდებლობის პერიოდში დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე არ ჰყოლიათ. 

ზედამხედველობა, რა თქმა უნდა, გრძელდება და გაგრძელდება მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში ყველა იმ კონტაქტირებულზე, რომელიც გამოვლენილია", - თქვა ზახაშვილმა. 

ე.წ. საბურთალოს კლასტერში ინფიცირების პირველწყარო ექიმია. ამის შესახებ ინფორმაცია ამირან გამყრელიძემ გაავრცელა

ბოლო მონაცემებით, საქართველოშ COVID-19-ით ინფიცირების 805 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 650 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 13 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის 142 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები