საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი: 3 თვეში მობილურზე 200 ლარი და 98 თეთრი დავხარჯე, ტელეფონით 32 ქვეყნის ლიდერს ვესაუბრე

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო სამ თვეში მისი მობილური ტელეფონის ხარჯმა 200 ლარი და 98 თეთრი შეადგინა. როგორც სალომე ზურაბიშვილი facebook-ზე წერს, მთავარი არხი დაინტერესდა - რა რაოდენობის თანხა დახარჯა საქართველოს პრეზიდენტმა პანდემიის პერიოდში მსოფლიო ლიდერებთან სატელეფონო საუბრებისთვის.

"პრეზიდენტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ტელეკომპანიას ასეთი მნიშვნელოვანი კითხვისთვის და გაცნობებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მარტი-მაისის პერიოდში, ესაუბრა 50 ქვეყნის ლიდერს. აქედან, 18 ქვეყნის პირველ პირს ინტერნეტის საშუალებით - ვიდეოზარით დაუკავშირდა, 32 ქვეყნის ლიდერს კი, ტელეფონით.

13 ქვეყნის მეთაურმა პირადად დაურეკა პრეზიდენტს მობილურზე; საქართველოს პრეზიდენტის მობილურიდან კი, 19 ზარი განხორციელდა" - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

კომენტარები