ბრაზილია

ბოლსონარო ჯანმო-ს პარტიზანულ პოლიტიკურ ორგანიზაციას უწოდებს და მისი დატოვებით იმუქრება

0 კომენტარი

5 ივნისს ბაზილიის პრეზიდნეტმა, ჟაირ ბოლსონარო, ჯანმრთელობის მსოფლი ორგანიზაციას "პატრიზანული პოლიტიკური ორგანიზაცია" უწოდა და მისი დატოვებით დაიმუქრა. 

მის განცხადებას წინ უძღოდა, ლათინური ამერიკის ქვეყნებისადმი ჯანმო-ს მოწოდება, რომ რეგიონში ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის შენელებამდე შეზღუდვების მოხსნის შემთხვევაში რისკები არსებობს.

სამხრეთ ამერიკაში მთლიანობაში 1.1 მილიონ ადამიანზე მეტი დაინფიცირდა. არაერთმა ლათინური ქვეყნის ლიდერმა მარტიდან და აპრილიდან მკაცრი შეზღუდვების დაწესებას მხარი დაუჭირა, თუმცა ახლა მათ ეკონომიკის გახსნა სურთ.

ბოლსანორო ამბობს, რომ არსებული შეზღუდვების შედეგად ქვეყნისთვის ეკონომიკური ფასი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებს უსწრებს.

მან ასევე განაცხადა, რომ ჰიდროქსიქლოროქვინი, იგივე პლაქვენილი, "ყალბი" კვლევების შემდეგ, რაც მის ეფექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა, დაბრუნდა.

5 ივნისს ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ იტალიის მაჩვენებელს გადააჭარბა.

ბრაზილიაში ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია - სულ ქვეყანაში კორონავირუსით 646 006 პირი დაინფიცირდა, 35 047 კი დაიღუპა. ინფიცირებულთა რიცხვით ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

პანდემიის პარალელურად კი ბოლსონაროსთან დაპირისპირების გამო თანამდებობა ჯანდაცვის ორმა მინისტრმა დატოვა. 

მიმდინარე თვეს ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრი ნელსონ თაიჩი პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროსთან კორონავირუსის საკითხზე უთანხმოების გამო თანამდებობიდან გადადგა. ის მინისტრის პოსტს თვეზე ნაკლები იკავებდა, მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი აზრთა სხვადასხვაობის გამო ბოლსონარომ დაითხოვა.

ჯანდაცვის მინისტრი პრეზიდენტს კორონავირუსის სამკურნალოდ მალარიის პრეპარატის, ჰიდროქსიქლოროქვინის, იგივე პლაქვენილის ფართოდ გამოყენების საკითხზე არ ეთანხმებოდა.

მათი შეხედულებები განსხვავდებოდა ეკონომიკის გახსნის საკითხზეც. გასულ კვირას ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ პრეზიდენტმა სპორტული დარბაზების, სილამაზის სალონები და ბიზნესების გახსნის ბრძანება მასთან კონსულტაციის გარეშე გასცა.

რაც შეეხება, ჯანმო-ს, 29 მაისს აშშ-მა ორგანიზაციასთან ურთიერთობის შეწყვეტა დააანონსა. მანამდე, აშშ-მა ჯანმო-ს დაფინანსება შეუჩერა.

პრეზიდენტ ტრამპის თქმით, ორგანიზაციამ სათანადოდ ვერ შეასრულა თავისი ფუნქციები და პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. მისივე თქმით, ორგანიზაციის მოქმედებებმა ხელი შეუწყო ჩინეთის დეზინფორმაციას ახალი კორონავირუსის შესახებ, რამაც დაავადების უფრო მასშტაბური ხასიათი განაპირობა.

როგორ გადაიქცა ჯანმო ჩინეთის დაცვის ორგანიზაციად? - ვრცლად წაიკითხეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები