ამაშუკელზე გაზგასამართ სადგურზე ექსპერტ-კრიმინალისტს დენმა დაარტყა და დაიღუპა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტი გარდაიცვალა. 

უწყების ცნობით, ის ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურს საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ათვალიერებდა, რა დროსაც, პირველადი ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა.

ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართის სადგური რამდენიმე დღის წინ აფეთქადა, მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს.

კომენტარები