აშშ

აშშ-ის გამოძიება ჩინურ მწარმოებელს დეფექტური რესპორატორების გამო ედავება

აშშ-ის გამოძიება ჩინურ მწარმოებელს ბრალს არასწორად მარკირებული და დეფექტური პირბადეების N95 რესპორატორად გასაღებაში სდებს.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, 5 ივნისს, ჩინურ მწარმოებელ კომპანიის მიმართ დევნა წარედგინა არასწორად მარკირებული და დეფექტური პირბადეების აშშ-ში იმპორტის გამო დაიწყო. საქმე თითქმის ნახევარ მილიონ ერთეულს ეხება. ყალბი პირბადეები მაღალი დონის, N95 (95%-იანი ფილტრის მქონე) რესპირატორებად გასაღდა.

შპს King Year Packaging and Printing Co-ს ბრალად ედება აშშ-ის საკვების, წამლის და კოსმეტიკური რეგულირების ფედერალური აქტის სამი პუნქტის დარღვევა, რაც ნიღბების გაყალბებამ და მაღალი სტანდარტის რესპირატორად აშშ-ში იმპორტირებამ გამოიწვია.

ბრალდება ასევე მოიცავს ცრუ განაცხადის გაკეთების მცდელობას - აშშ-ის მტკიცებით, ჩინური კომპანია შეეცადა, აშშ-ის საკვების და წამლის ადმინისტრაციაში რეგისტრაცია გაყალბებული დოკუმენტებით გაევლო. სისხლის სამართლის საჩივარი ბრუკლინის ფედერალურ სასამართლოშია შეტანილი.

თითოეული ბრალდება ბრალდებული კომპანიის მაქსიმუმ 500 000$-ით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

კომენტარები