აშშ-რუსეთი

აშშ რუსეთს ნავთობის ჩაღვრისგან მიღებული ზიანის შემცირებაში დახმარებას სთავაზობს

AFP

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო რუსეთს ეკოლოგიურ კატასტროფასთან გამკლავებაში დახმარებას სთავაზობს.

"დამწუხრებული ვარ ნორილსკში, რუსეთში მდინარეში საწვავის ჩაღვრით. მიუხედავად ჩვენი უთანხმოებებისა, აშშ მზად არის, დაეხმაროს რუსეთს ეკოლოგიური კატასტროფის შემცირებაში და ტექნიკური მხარდაჭერა შესთავაზოს", - წერს პომპეო ტვიტერზე.

რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში, არქტიკული წრის ერთ-ერთ მდინარეში 20 000 ტონა დიზელის საწვავი, სავარაუდოდ, 4 ივნისს ჩაიღვარა. ნავთობი 12 კილომეტრის ფართობზე გავრცელდა.

კომენტარები