ხაზარაძე და ეკლესია

ბასილ კობახიძე: ხაზარაძის ნაჩუქარი ცხენი ამინი პატრიარქმა ღარიბაშვილს აჩუქა

0 კომენტარი

ყოფილი მღვდელი, თეოლოგი ბასილ კობახიძე მამუკა ხაზარაძეს აკრიტიკებს. კობახიძის კრიტიკა ლელოს ლიდერის მიერ საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის დადებთად შეფასებას მოჰყვა.

"მამაუკა ხაზარაძე ეკლესიას ეპადხალიმება ტვ პირველზე. ძველი გვარდიაა ეგ. ხაზარაძემ მარტო თეთრი რაში, სახელად "ამინ" კი არ მიჰგვარა პატრიარქს, ფოტოზეა ეგ ამინ, არამედ მთელ რიგ მეუფეებს აფინანსებდა, ბინებს ყიდულობდა მათთვის. ახლა ფიქრობს, ეკლესია დიდი ძალაა, ეგებ ბიძინას უგანოს და მე დამიჭიროს მხარიო, სხვა პარტიებსაც სარმას დავუდებ და ხელისუფლებაშიც გავძვრებიო. მამუკას ორი რამე ავიწყდება: ლელოს შერკინებით დებენ და არა გაიძვერობით; ამინი პატრიარქმა მერე ღარიბაშვილს აჩუქა", - წერს კობახიძე.

ილია მეორემ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც მაშინ პრემიერის პოსტს იკავებდა, თეთრი ცხენი 2014 წლის 5 აგვისტოს აჩუქა. ღარიბაშვილი პატრიარქის მშობლიურ სოფელ სნოში იმყოფებოდა.

ცხენი პატრიარქმა მამუკა ხაზარაძისგან 2007 წელს თავადაც საჩუქრად მიიღო - მაშინ ხაზარაძემ და მისმა პარტნიორმა, ბადრი ჯაფარიძემ ილია მეორეს აღსაყდრების 30 წლისთავი მიულოცეს. ცხენის ფასი 2500 აშშ დოლარიდან 25 000 აშშ დოლრამდე მერყეობდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები