საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 11 ადამიანი.
7 ივნისის მონაცემებით, საქართველოში სულ კორონავირუსის 809 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 674 გამოჯანმრთელდა, 13 კი გარდაიცვალა.
ამ დროისათვის საქართველოში 122 აქტიური შემთხვევაა.
მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა თითქმის 7 მილიონს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 3 413 417 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 402 273.