კორონავირუსი ოკუპირებულ ტერიტორიებზე

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა, სულ - 36

Tom Wolf

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 36-მდე გაიზარდა. 

ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-ზე ტესტირება 45 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან ერთს ვირუსი დაუდასტურდა. მათივე ცნობით, ინფიცირებული რუსეთის სამხედრო სასწავლებლის სტუდენტია, რომელიც რეგიონში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. 

ოფიციალური მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 36 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გამოჯანმრთელდა 27 ადამიანი, გარდაიცვალა ერთი პაციენტი. 

ახალი კორონავირუსი ოკუპირებულ ტერიტორიებზე - კრიზისის ჯგუფის შეფასება წაიკითხეთ აქ.  

კომენტარები