რუსული ოკუპაცია

სუს: ოკუპანტების მიერ საქართველოს 3 მოქალაქის შესაძლო გატაცებაზე გააქტიურებულია ცხელი ხაზი

radiotavisupleba.ge

ოკუპანტებმა სუფელ მუჟავადან, სავარაუდოდ, სამი ადამიანი გაიტაცეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იზოლატორში გადაიყვანეს. 

როგორც ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, მათ შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 

კომენტარები