ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა

ბრისტოლში ანტირასისტული აქციის მონაწილეებმა მონებით მოვაჭრის ქანდაკება ჩამოაგდეს

BBC

დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბრისტოლში ანტირასისტული აქციის მონაწილეებმა მონებით მოვაჭრის ქანდაკება ჩამოაგდეს.

მომიტინგეებმა ამისთვის თოკები გამოიყენეს. ქალაქში მე-17 საუკუნეში გამოჩენილი მონებით მოვაჭრის, ედვარდ კოლსტონის ქანდაკება მრავალი წლის განმავლობაში იდგა.

კოლსტონმა აფრიკიდან ამერიკაში 80 000 ადამიანი - კაცი, ქალი და ბავშვი გაყიდა.

თუმცა, ის მხოლოდ მონებით მოვაჭრე არ ყოფილა - იყო ვაჭარი, ფილანტროპი და პარლამენტის წევრი. აშენებდა სკოლებს, თავშესაფრებს, საავადმყოფოებს და ეკლესიებს ბრისტოლში, ლონდონსა და სხვა ქალაქებში.

კოლსტონი 1721 წელს დაიღუპა, თავისი სიმდიდრე კი ქველმოქმედებას უანდერძა. მისი მემკვიდრეობა ბრისტოლის ქუჩებში, შენობებსა და მემორიალურ დაფებზეა ასახული. დღემდე ფუნქციონირებს მის მიერ დაფუძნებული რამდენიმე საქველმოქმედო ფონდი. კოლსტონმა სიმდიდრე ძირითადად მონებით ვაჭრობით დააგროვა.

ქანდაკების წაქცევის შემდეგ აქციის ერთმა მონაწილემ მის კისერზე ჩაიმუხლა, ზუსტად ისე, როგორც ამერიკელი ფერადკანიანი კაცი, ჯორჯ ფლოიდი მოკლა პოლიციელმა.

ბრიტანეთში, ლონდონში ანტირასისტული აქცია შაბათს, 6 ივნისსაც ჩატარდა და პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა. დემონსტრაცია აშშ-ის საელჩოს შენობასთან იმართებოდა. მათ ტერიტორიის დატოვება და პროტესტის გამოსახატად სხვა ადგილის მოძებნა მოსთხოვეს. შეხლა-შემოხლა სწორედ ამან გამოიწვია.

ანტირასისტული საპროტესტო აქციები მსოფლიოს კიდევ რამდენიმე ქალაქში გაიმართა

კომენტარები