ჯენიფერ ენისტონი

ჯენიფერ ენისტონმა ანტირასისტულ ორგანიზაციას 1 მილიონი დოლარი შესწირა

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

ჯენიფერ ენისტონმა ამერიკაში ყველაზე დიდ ონლაინ ანტირასისტულ ორგანიზაციას - Color of Change - 1 მილიონი დოლარი შესწირა.

მსახიობს ამის შესახებ საჯაროდ არ განუცხადებია, თუმცა ინფორმაცია მედიებმა გაავრცელეს.

"მას სურდა, გამოეხატა მხარდაჭერა და ამიტომ იმ ქველმოქმედებას შესწირა ფული, რომელიც მასთან ყველაზე ახლოს იდგა", - უთხრა წყარომ Elle-ს.

გასულ კვირას ჯენიფერ ენისტონმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ალეკ ბოლდვინი მას ეკითხება, რამდენი ხანი სჭირდება პროგრესისთვის.

"ეს კვირა ძალიან გულგასატეხი იყო რამდენიმე მიზეზის გამო. ჩვენ გვჭირდება, ვიცოდეთ, რომ რასიზმი და სისასტიკე ამ ქვეყანაში უკვე დიდი ხანია არსებობს და ეს არასდროს ყოფილა ნორმალური.

ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ გამოვიწვიოთ ხმაური, მოვითხოვოთ სამართლიანობა, საკუთარ თავებს ცნობიერება ავუმაღლოთ და ყველაზე მეტად - გავავრცელოთ სიყვარული", - ამბობდა მსახიობი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები