ტურიზმი

ქვრივიშვილი: ველოდებით EU-ს რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა გაიხსნას მესამე ქვეყნებთან მიმოსვლა

GHN.GE

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის, თქმით, ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრია ეტაპობრივად და "უკიდურესად ფრთხილად" გაიხსნება, რადგან მისივე განმარტებით, ეს სფერო მაქსიმალურად იყოს დაცული. 

ქვრივიშვილისვე თქმით, საქართველოს მიზანია უსაფრთხოების ინდექსის არათუ შენარჩუნება, არამედ მისი გაძლიერებაც კი. 

"მიმდინარეობს ქვეყნებს შორის უსაფრთხო დერეფნების ფორმატით მოლაპარაკება. პირველ რიგში, ასევე ვსაუბრობთ, რომ ქვეყნების ჩამონათვალი ასევე იქნება გადახედილი. ეტაპობრივად გაიხსნება სხვადასხვა ქვეყანასთან [მიმოსვლა] და მთავარი კრიტერიუმი, როგორ და რა პრინციპით მივდივართ, ეს არის მეორე ქვეყანაში არსებული ეპიდმდგომარეობა",- ამბობს ქვრივიშვილი. 

მისივე თქმით, საქართველო ივლისისთვის ელოდება ევროკავშირის ძირითად რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა გაიხსნას მესამე ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლა.

"გვაქვს საჯაროდ დაფიქსირებული პოზიტიური განწყობა ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, მათი მთავრობების მხრიდან, რომ საქართველო იქნება ერთერთი პირველი ქვეყანა, რომელთაც გაუხსნის ფრენებს. ასევე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ როგორც კი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მესამე ქვეყნებთან გაიხსნას პირდაპირი მიმოსვლა"- ამბობს ქვრივიშვილი.

მისივე თქმით, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისრაელთანაც და ისრაელი, სავარაუდოდ, იქნება ერთერთი პირველი ქვეყანა, რომელთანაც ავიამიმოსვლა განახლდება. 

კომენტარები