ქეით ბლანშეტი

ქეით ბლანშეტი ბენზოხერხის გამოყენებისას დაშავდა

Today Show

თვითიზოლაციაში მყოფი ავსტრალიელი მსახიობი ქეით ბლანშეტი ბენზოხერხის გამოყენებისას დაშავდა.

ინციდენტის შესახებ თავად მსახიობმა ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში ისაუბრა:

"გუშინ ბენზოხერხის გამოყენებისას დავშავდი. მთლიანობაში ყველაფერი კარგად არის, პატარა ჭრილობა მაქვს თავის არეში,"-ამბობს ოსკაროსანი მსახიობი.

ბლანშეტის უკანასკნელი პროექტის Nightmare Alley გადაღებები ახალი კორონავირუსის გამო შეჩერდა. ფსიქოლოგიურ თრილერს ოსკაროსანი გილერმო დელ ტორო იღებს.

კომენტარები