მადონა

მადონა ლონდონში მომიტინგეებს ყავარჯნებით შეუერთდა - ვიდეო

0 კომენტარი
მადონ ლონდონში გამართულ ანტი-რასისტულ აქციაზე.

ამერიკელი პოპვარსკვლავი მადონა ლონდონში ანტი-რასისტული პროტესტის მონაწილეებს ყავარჯნებით შეუერთდა.

მადონამ დაზიანებები Madame X-ის ტურნეს დროს მიიღო და მას შემდეგ გადაადგილების პრობლემა აქვს.

ვიდეოსა და ფოტოებში ჩანს, რომ პოპვარსკვლავი მომიტინგეებს ესაუბრება. ის, მათ "არა მშვიდობა, არა სამართალის" ყვირილშიც შეურთდა.

6-7 ივნისს დიდი ბრიტანეთის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციებზე ათასობით ადამიანი გამოვიდა. 7 ივნისს ლონდონში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 8 პოლიციელი დაშავდა და 12 ადამიანი დააკავეს.

აქციები აშშ-ში აფროამერიკელი კაცის, ჯორჯ ფლოიდის, მკვლელობას მოჰყვა. ფლოიდი პოლიციამ დაკავებისას მოკლა. აშშ-ში საპროტესტო აქციები კვირაზე მეტია გრძელდება. ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები