საზოგადოებრივი მაუწყებელი

ვის უნდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობა, პარლამენტმა 10-დან 3 კანდიდატი უნდა შეარჩიოს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი ათმა კანდიდატმა გამოთქვა.

პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, GPB-ის მეურვეობა უნდათ:

  • ზაზა აბაშიძე — ფლანგვის დეტექტორი
  • თამარ ამაშუკელი — ხელოვნებათმცოდნე.
  • ნათია კაპანაძე — აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი. მას თანამდებობა დაატოვებინეს;
  • გრიგოლ მურღულია — ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი
  • ბონდო მძინარაშვილი — "ობიექტივის" წამყვანი;
  • ოთარ შაორშაძე — ჟურნალისტი; 
  • დოდო შონავა — ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების სამსახურის ყოფილი უფროსი;
  • კონსტანტინე ჩლაიძე — რეჟისორი, პროდიუსერი; 
  • ნინო ჭალაგანიძე –  თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელი;
  • ზაურ ხალილოვი — მრავალეროვანი საქართველოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი;

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის სამი ახალი კანდიდატის შესარჩევად პარლამენტმა კონკურსი მიმდინარე წლის 17 მარტს გამოაცხადა. ასარჩევია უმრავლესობის კვოტით დასახელებული ერთი კანდიდატი და უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრების ორი კანდიდატი. მათ ნინია კაკაბაძე, ქეთი მსხილაძე და გია იაკობაშვილი უნდა ჩაანაცვლონ.

კომენტარები