Looney Tunes

LOONEY TUNES-ის ახალ ეპიზოდებში ცეცხსასროლი იარაღი არ იქნება

0 კომენტარი
ფოტო: Lovelyti

ლეგენდარული მულტსერიალის Looney Tunes ახალ ეპიზოდებში ცეცხსასროლი იარაღი არ გამოჩნდება. 

"ჩვენ არ გამოვიყენებთ ცეცხლსასროლ იარაღს, მაგრამ ანიმაციური ძალადობის გამოყენებას მაინც ვაპირებთ, ცივი იარაღი, ასაფეთქებელი და სხვა ტიპის იარაღები, რომლებიც მულტფილმს მემკვიდროებით ერგო",-ამბობს პროექტის პროდიუსერი პიტერ ბრაუნდგარტი.

მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური სერიები 30-იან წლებში გამოჩნდა. მთავარი გმირები - ბაგს ბანი, დაფი დაკი, პორქი ფიგი და სხვები ერთმანეთს დასდევენ და კომიკურ სიტუაციებში ხვდებიან. მომდევნო ათწლეულებში მულტფილმი ეკრანს არაერთხელ დაუბრუნდა. 

ახლო მომავალში ანიმაციის 80 ეპიზოდის გამოშვებაა დაგეგმილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები