ოჯახში ძალადობა

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც ტაქსით მგზავრობისას ცოლს დანით მსუბუქი დაზიანებები მიაყენა

www.geo.tv

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ცოლის მიმართ ძალადობისა და მუქარისთვის სამტრედიაში 1972 წელს დაბადებული ი.დ. დააკავეს. 

უწყების ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კაცი ტაქსით მგზავრობის დროს ცოლს მოკვლით დაემუქრა და ხელზე ცივი იარაღით მსუბუქი დაზიანებები მიაყენა. მას შემდეგ, რაც კაცი მანქანიდან გადავიდა, დაზარალებული პოლიციას დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა. 

"სამართალდამცველებმა ი.დ., ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში, სამტრედიაში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ქვეითად გადაადგილდებოდა.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო გასაშლელი დანა", - წერია შსს-ს განცხადებაში. 

საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს. დანაშაული 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები