კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში COVID-19-ის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 3 ადამიანი

CNN

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოაჯანმრთელდა კიდევ 3 ადამიანი. მონაცემები stopcov.geზე განახლდა. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 818 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 686 გამოჯანმრთელდა, 13 პაციენტი კი გარდაიცვალა.  

კარანტინის რეჟიმში 2 902 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 249.

როგორც პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა, ახალი შემთხვევებიდან 3 ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელია, 2-ის ინფიცირების წყარო კი უცნობია.

კომენტარები