ანტიკრიზისული ბიუჯეტი

გახარია: ბიუჯეტში ხარჯები 600 მილიონით შემცირდება და ბიუჯეტის დეფიციტი 8.5% იქნება

გიორგი გახარია
საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო საქართველოს ბიუჯეტში ხარჯები 600 000 000-ით შემცირდება, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი 8.5% იქნება. 

ამის შესახებ გახარიამ ანტიკრიზისული ბიუჯეტის წარდგენისას ისაუბრა. პრემიერმინისტრის თქმით, ანტიკრიზისულ ბიუჯეტს საერთო არაფერი აქვს პოსტკრიზისული ეკონომიკის აღდგენასთან. 

"საქართველო იქნება ერთერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ანტიკრიზისულ აღდგენას. 2021 წლის ეკონომიკური გეგმის საპროგნოზო მაჩვენებელი 4%, ხოლო 2022 წლის საპროგნოზო მაჩვენებლები, რომელიც შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდში, გახლავთ 6% დაახლოებით", - თქვა გახარიამ. 

თუმცა, მისივე თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი პროგნოზია და დღეს მთავარი გამოწვევა არაპორგნოზირებადობაა. 

"მზად უნდა ვიყოთ ყველა სახის მოულოდნელი გამოწვევისთვის", - თქვა გახარიამ.

კომენტარები