ეკონომიკური ზრდა

მსოფლიო ბანკი: 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით შემცირდება, სომხეთის 2.8%-ით

benjielayug.com

მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების 2020 წლის ივნისის გამოცემის თანახმად, 2020 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 4.8%-ით შემცირდება.

2021 წლისთვის მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკის 4%-იან ზრდას ვარაუდობს.

რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, მსოფლიო ბანკის პროგნოზით სომხეთის ეკონომიკა 2.8%-ით შემცირდება, აზერბაიჯანის კი 2.6%-ით.

პროგნოზის მიხედვით, წელს სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური ვარდნის მაჩვენებელი მინუს 3.1% იქნება, 2021 წელს კი ზრდა 3%-ს მიაღწევს, რადგანაც "COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული შოკების გავლენა შესუსტდება და ტურიზმის აღდგენა დაიწყება სომხეთსა და საქართველოში, მომხმარებლებისა და ბიზნესის ნდობის ზრდის პარალელურად".

ამასთან, მსოფლიო ბანკის თანახმად, 2021 წელს აზერბაიჯანში ეკონომიკური საქმიანობა "განმტკიცდება  ნავთობზე ფასების სტაბილიზაციასთან ერთად, თუმცა საერთო აღდგენა შესუსტდება დარჩენილი სტრუქტურული მოუქნელობით."

კომენტარები