ჰართლი სოიერი

ფლეშის მსახიობი ჰართლი სოიერი ჰომოფობიური და მიზოგინიური პოსტების გამო დაითხოვეს

THR

ამერიკელი მსახიობი ჰართლი სოიერი ჰომოფობიური და მიზოგინიური პოსტების გამო დაითხოვეს. გაშვების გადაწყვეტილება ფლეშის პროდიუსერებმა მიიღეს.

"ფლეშის მეშვიდე სეზონში ჰართლი სოიერს ვერ იხილავთ. რაც შეეხება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ პოსტებს, ჩვენთვის მიუღებელია განსხვავებული ეროვნების, სქესის, რასის და სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების მისამართით გაჟღერებული დამამცირებელი გამონათქვამები. მსგავსი გამონათქვამები ეწინააღმდეგება ჩვენს ფასეულობებს,"-წერია ოფიციალურ განცხადებაში.

რამდენიმე კვირის წინ ქსელში სოიერის ძველი პოსტები გამოქვეყნდა, რომლებსაც საზოგადოების დიდი ნაწილი ნეგატიურად შეხვდა.

"რომ შემეძლოს ძუძუების ქარხანაში ვიმუშავებდი", "ზოოფილია სასაცილო მხოლოდ იმ შემთხვევაშია, როდესაც ჩემს მომავალ სიდედრზე ხუმრობენ", "ყველა ქალი სექს-ფერმაში უნდა იყოს გამოკეტილი", "ამ მაღაზიასთან ჩემს ყოფილ გოგოს დავესხი თავს" - წერს მსახიობი 2014 წელს გამოქვეყნებულ პოსტებში.

სამსახურის დაკარგვას სოიერი პოსტით გამოეხმაურა, რომელშიც ბოდიში მოიხადა.

"ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს. სიტყვებს თავისი შედეგები აქვს. ჩემს მხარდამჭერებს, თაყვანისმცემლებს, კოლეგებს, მეგობრებს ტკივილი მივაყენე. ყველას ბოდიშს ვუხდი."  

კომენტარები