დანიაში აგვისტოდან 200 ადამიანის შეკრება დაშვებული იქნება

დანიაში 8 ივლისიდან 100, ხოლო 8 აგვისტოდან 200 ადამიანის თავშეყრა დაშვებული იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის მეორე ტალღა იქნება, ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, შეიცვალოს.

8 ივნისიდან დანიაში 50 პირის შეკრება უკვე დაშვებულია. მანამდე მხოლოდ 10 ადამიანს შეეძლო შეკრება.

8 ივნისიდან ქვეყანაში ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზებიც გაიხსნა. 

დანია ევროპის ერთერთი პირველი ქვეყანაა, სადაც ახალი ვირუსის გამო საგანგებო მდგომაროება მარტის დასაწყისში გამოცხადდა. 

აპრილიდან ქვეყანაში დაინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის და ვირუსით გარდაცვლილ პირთა მაჩვენებელი მცირდება. 

30 მაისს ცნობილი გახდა, რომ ნორვეგია და დანია ერთმანეთთან მოგზაურობის შეზღუდვებს ივნისში მოხსნიან. ქვეყნები საზღვარს არ გახსნიან შვედეთთან, სადაც ახალი კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მაღალია.

27 მაისს დანიის ჯანდაცვის ოფიცილურმა პირებმა განაცხადეს, რომ დანიაში სკოლების გახსნის შემდეგ ახალი კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი არ გაზრდილა.

დანიაში ახალი ვირუსი 11 962 ადამიანის დაუდასტურდა. 593 გარდაიცვალა, 10 792 გამოჯანმრთელდა.

კომენტარები