კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: რაც იმ დღეს "ფაბრიკაში" ხდებოდა, ბევრად დიდი რისკია, ვიდრე ეროვნული გამოცდები

ტაბულა

"ყველას გვინდა გასაგებია, მაგრამ თავი შევიკავოთ ცოტახანი, სანამ პანდემია არის", - ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, რამდენიმე დღის წინ, Facebook-ზე გავრცელებულ ფოტოებს, სადაც კაფე-ბარებში არსებული ხალხმრავლობა ჩანს. 

მისი თქმით, ის, რაც "ფაბრიკასა" და "ღვინის ქარხანაში" ხდება, "უფრო დიდი რისკია", ვიდრე ეროვნული გამოცდები. 

"ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიდიან ჯანმრთელი ბავშვები და იქ შესაძლებელია, დიდი ალბათობით, მოხვდეს ინფიცირებული ადამიანი და ერთი ინფიცირებული ადამიანი "ფაბრიკაში“ უცბად გადასდებს დაახლოებით 20-ს და მერე გეომეტრიული პროგრესია გვექნება", - ამბობს გამყრელიძე. 

საქართველოში კორონავირუსის ინფექციის გამო კაფე-ბარები და რესტორნები ორ თვეზე მეტ ხანს დაკეტილი იყო. 1 ივნისიდან ღია დაწესებულებებზე არსებული შეზღუდვები მოიხსნა. გუშინ, 8 ივნისს კი, მუშაობა დახურულ სივრცეებშიც განახლდა. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 818 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 686 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 13 კი გარდაიცვალა.

კომენტარები