მაშველები

მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული ახალგაზრდა კაცი იპოვეს

droa.ge

საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული ახლგაზრდა კაცი იპოვეს

საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო გურიის სამმართველოს ათკაციანი ჯგუფი. მათ სამაშველო დრონით ეხმარებოდნენ იმერეთის სამმართველოს მაშველები.

ახალგაზრდა კაცი ხიდოს მთაზე, საზაფხულო საძოვრებზე, მიტოვებულ კარავში იპოვეს. საგანგებოს ინფორმაციით, ის თავს სუსტად გრძნობს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები