1 წელი 20 ივნისიდან

ბოკერია: მარტო ღარიბაშვილისნაირ ბრიყვს შეუძლია შეადაროს 20 ივნისი და აშშ-ის აქციები

გიგა ბოკერია
პარლამენტი

"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას, თქმით, მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილისნაირმა ბრიყვმა შეიძლება შეადაროს 2019 წლის 20 ივნისი და ამერიკაში მიმდინარე აქციები.

"მხოლოდ უკიდურესად ბრიყვმა ადამიანმა შეიძლება შეადაროს 20 ივნისის ამბები იმასთან, რაც დღეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში და მსოფლიოში თავისუფალი ქვეყნის ლიდერ ამერიკაში ხდება. მარტო ბრიყვმა შეიძლება იპოვოს პარალელი, ისეთმა, როგორიც არის ღარიბაშვილი. მხოლოდ მავნებელმა შეიძლება ეს რაიმე სახით არგუმენტად გამოიყენოს, ჩვენი ქვეყნის შიგნით სამოქალაქო თავისუფლების დათრგუნვისათვის. ბრიყვი და მავნებელი - ეს ორი ზედსართავი ნაწილია", - თქვა ბოკერიამ.

თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა, რომ რაც ახლა აშშ-ში ხდება ყოვლად მიუღებელია და მისივე თქმით, "მსგავსი რამ ჩვენ წინა წელს გამოვცადეთ, ივნისის დროს".

აშშ-ში კვირაზე მეტია, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მიზეზი პოლიციის მიერ შავკანიანი კაცის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაა. ფლოიდის საქმეზე, აქციებზე და პოლიციაში არსებულ პრობლემებზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები