საფრანგეთი

პარიზში ეიფელის კოშკი სტუმრებისთვის 25 ივნისიდან ხელახლა გაიხსნება

0 კომენტარი

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ეიფელის კოშკი სტუმრებისთვის 25 ივნისიდან ხელახლა გაიხსნება. ახალი კორონავირუსის გამო უკვე სამ თვეზე მეტია კოშკზე ასვლა აკრძალულია.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ეიფელის კოშკი სტუმრებისთვის ასეთი ხანგრძლივი პერიოდით დაიკეტა.

ეიფელის კოშკის ყველა, 11 წელს გადაცილებული სტუმრისთვის, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. 

ვერსალის სასახლე 6 ივნისიდან უკვე ღიაა. რაც შეეხება ლუვრის მუზეუმს, ის ვიზიტორებს 6 ივლისიდან მიიღებს.

საფრანგეთის მთავრობამ შეზღუდვების შემსუბუქება მაისის შუა რიცხვებიდან დაიწყო. 

საფრანგეთის უმეტეს ნაწილში ახალი კორონავირუსის რეპროდუქციის, გადაცემის მაჩვენებელი 1-ზე დაბალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსით დაინფიცირებული ადამიანი, საშუალოდ, ერთზე ნაკლებ პირს აავადებს.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 154 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. საფრანგეთში ახალ ვირუსს 29 209 ადამიანი ემსხვერპლა. 71 000-ზე მეტი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ომი 8 აგვისტოს დაიწყო" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები