დაპირისპირება გორში

გორში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

shutterstock

გორში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 1998 წელს დაბადებული თ.კ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ქალაქ გორში, სტალინის ქუჩაზე მდებარე რესტორან "ჯოზეფში", 2001 წელს დაბადებულ ე.თ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მძიმედ დაშავებული ე.თ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები