ბათუმი

ბათუმში, თევზის ბაზარში, აფეთქება მოხდა

Interpressnews

ბათუმში, თევზის ბაზარში, აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ტერიტორიაზე აფეთქებით გამოწვეული ხანძარი ლიკვიდირებულია, ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.  

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. უწყებაში ამბობენ, რომ აფეთქების მიზეზს გამოძიება დაადგენს.

კომენტარები