ლომისობა 2020

საგანგებო: ლომისობაზე ეკლესიის ეზოში შუახნის კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

ლომისობის დღესასწაულზე სოფელ მლეთას სალოცავში შუახნის კაცი ცუდად გახდა. პირველადი სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. 

ლომისობა - უძველესი ქართული სატაძრო დღესასწაულია. აღინიშნება სულთმოფენობის მომდევნო ოთხშაბათს. როგორც სულთმოფენობა, ლომისობაც მოძრავი დღესასწაულია და ის აღდგომის თარიღიდან აითვლება. ლომისას სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლო მეორე - სოფელ მლეთაში.

ამ დღეს მლეთაში მლოცველები იკრიბებიან. დღესასწაული ქრისტიანობისა და წარმართობის ერთგვარ სინთეზს წარმოადგენს. დღესასწაულზე პირუტყვის შეწირვა მასშტაბურ ხასიათს იღებს. სისხლის გუბეები ლომისობის განუყოფელი ნაწილია.

ხშირია ასევე სოფელ მლეთადან საცალფეხო ბილიკის გავლის დროს ადამიანების დაშავების შემთხვევებიც. მაგალითად, 2017 წელს ამ გზაზე 20-მდე ადამიანი დაშავდა. 

კომენტარები