კახა კალაძე

კალაძე პარლამენტის წინ რეაბილიტაციაზე: ივლისის ბოლოს მთლიანად იქნება დასრულებული

თბილისის მერის, კახა კალაძის, თქმით, პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები ივლისის ბოლოს მთლიანად დასრულდება.

მისი თქმით, პანდემიის დროს ინფრასტრუქტურული სამუშაოები იმ ტემპით ვერ გრძელდებოდა, როგორც დაგეგმილი იყო.

" დღეს შემიძლია გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, რომ სამუშაოები მიმდინარეობს მაქსიმალური ტემპით და ივლისის ბოლოს, მთლიანად იქნება დასრულებული და განახლებული", - ამბობს კალაძე. 

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში აქციები იმართებოდა, შემდეგ კი მერიამ კარვები აიღო და ატრაქციონები ჩადგა, უკვე ხუთი თვეა შემოღობილია.

პარლამენტის გარშემო შემოვლებული ჯებირები კახა კალაძემ იმით ახსნა, რომ პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებდა.

კომენტარები